მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანიაარემჯისა“ და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული  აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ფორუმზე ასევე გამოვლინდა 16  მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, სარგებლობაში უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და განვვითარდით. მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმიც ამის დასტურია.  მოხარული ვარ, რომ ამდენი მევენახემეღვინე, ღვინის დარგის ექსპერტი, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წარმომადგენელი შეიკრიბა და გაეცნო როგორც ბოლნისურ ღვინოებს, ასევე ადგილობრივი მევენახემეღვინეების მიღწევებს. ეს  წელი განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო ჩვენთვის. ბოლნისური ღვინო ექსპორტზე ევროპაში პოლონეთის ბაზარზე გავიტანეთ,  რაც კიდევ ერთი დასტურია გაერთიანება ღვინო ბოლნისის წარმატებული საქმიანობისა.განაცხადა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა.

ფორუმზე, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისას და მათი მართვისას, მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, „ღვინო ბოლნისს“, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის 4 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ასეთი ეფექტური გახადა. მჭედლიშვილმა ასევე სტუმრებს ქართულგერმანული ღვინის სახლის პროექტის  მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქალაქ ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში  ხორციელდება.

,,ჩვენ ადგილობრივი მეღვინეობის და ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისს’’ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართულგერმანული ღვინის სახლი სწორედ ამ ხელშეწყობის  გაგრძელებაა, რომელიც ბოლნისში შექმნის კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს, როგორც გერმანელი ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ადგილობრივ მეღვინეის განვითარებას და მათი ღვინოების ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.“ აღნიშნა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

მეღვინეთა ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერები  ესწრებოდნენ.

,,ჩვენი როგორც ადგილობრივი თვითმართველობის მიზანია, ხელი შეუწყოს ბოლნისში ღვინის წარმოებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გაერთიანებაღვინო ბოლნისსარაერთი ადგილობრივი მეღვინე შეუერთდება და ბოლნისური ღვინო კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს არამარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.  – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

2018 წლიდან  მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისმა , კომპანია არემჯისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განახორციელა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სემინარებს, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, ულიმიტო ლაბორატორიულ სერვისებს, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.