არემჯი ჯგუფში შემავალმა კომპანია არემჯი აურამაინმა,  ISO 45001  სერთიფიკატი მოიპოვა, რომელიც კომპანიაში, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის დამადასტურებელია.

ISO 45001 სერტიფიკატი, მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს კომპანიაში უსაფრთხო და მისაღები სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრავმების და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფის დარგში, მისი საქმიანობის მაჩვენებლების მუდმივ გაუმჯობესებას.

არემჯი აურამაინში, ISO 45001 ის დანერგვა 2020 წლიდან დაიწყო და ახლა სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულებასთან ერთად, არემჯი კიდევ უფრო მაღალი შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტის შეთავაზებას შეძლებს დასაქმებულებისთვის. სტანდარტის განახლება სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო დანერგილი სისტემის გამართული ფუნქციონირების შემოწმება ყოველწლიურად, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ მოხდება.

,,მოხარული ვარ, რომ  ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტთან, შრომის უსაფრთხოებისა და დაცვის დარგში ჩვენ კომპანიაში არსებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა, დაადასტურა დამოუკიდებელმა სასერტიფიკატო ორგანომ. ეს გვიჩენს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენს საწარმოში ყოველდღიური მიწისქვეშა სამუშაოები ვაწარმოოთ საერთაშორისო სტანდარტებით და შრომის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.“ – აღნიშნა არემჯი აურამაინის დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

არემჯი აურამაინის ბექთაქარის მაღარო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული სამთამადნო პროექტია, სადაც პოლიმეტალური მადნის მოპოვება მიწისქვეშა წესით ხორციელდება.