კომპანია არემჯი აგრძელებს წარმატებული ძიუდოისტების ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის მხარდაჭერას.

კომპანიის თბილისის ოფისში, მსოფლიო და ოლიმპიურ  ჩემპიონებთან  სასპონსორო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, რომელიც არემჯის მიერ აღნიშნული სპორტსმენების ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის გრძელვადიან ხელშეწყობას ითვალისწინებს.

,,უკვე წლებია  არემჯი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. მხარში ვუდგავართ, როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს,  სპორტულ კლუბებს. განსაკუთრებული სიამაყით  მინდა გამოვყო ჩვენი ძიუდოისტები. მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ.  ჩვენი კომპანია აგრძელებს მათ მხარდაჭერას და ყოველთვის ჩემპიონების გვერდით იქნება.“ განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

,,ჩვენთვის სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა. როდესაცსეთი ძლიერი კომპანია, როგორიც არემჯია გიდგას გვერდში მეტი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყო.  2022 წელი ძალიან დატვირთულია არაერთი ჩემპიონატი გვაქვს წინ,  ვემზადებით ოლიმპიადისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს  კიდევ ბევრი გამარჯვება მოვუტანოთ.’’ აღნიშნა მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.