„არემჯი“ ჯგუფის კომპანიები: „კავკასიის სამთო ჯგუფი“, „არემჯი კოპერი“, „არემჯი გოლდი“ და „არემჯი აურამაინი“ საქართველოში და, კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ამ კომპანიებში ჯამში 3000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა 90% ადგილობრივი მცხოვრებია.

წარმატებული ბიზნესი მოსახლეობის დასაქმების და პროფესიული ხელშეწყობის უდიდესი პოტენციალია. „არემჯი” ჯგუფის მმართველი გუნდის თანამედროვე მიდგომები, პოზიტიური დინამიკა და განვითარება ნიშნავს მეტი პროფესიონალის მომზადებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონის განვითარების პერსპექტივას.

„არემჯის“ ბაზაზე მოქმედებს თანამშრომლების გადამზადების ცენტრი „სასწავლო აკადემია“, რომელიც ახორციელებს კომპანიაში დასაქმებული კადრების პერიოდულ გადამზადებას ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი სწავლებებით თუ ტრენინგებით გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, „არემჯი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სადაც სამთო საქმეს და მომიჯნავე პროფესიებს ასობით ახალგაზრდა ეუფლება.

„არემჯის“ ადამიანური რესურსების პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომელთა ოჯახების სოციალურ დახმარებას. საჭიროებების დროს კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, ისარგებლოს კომპანიის სოციალური დახმარებით, რაც კოლეგიალობის, გუნდურობისა და კორპორაციულობის დამატებით სტიმულს ქმნის.