კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მესამე წელია ქვემო ქართლში საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“  იმართება. თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიაში.

კონკურსში 528 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 19 უფროსკლასელს და მათ პედაგოგებს, მარნეულის ბიბლიოთეკის ეზოში კონკურსის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს.

პროექტის გამარჯვებული, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელსაც „არემჯისგან“ 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნება. ისტორიის კონკურსს მარნეულის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.