„არემჯი“ კვლევის, წარმოების და მომსახურების სფეროში მსოფლიო ბაზრის ლიდერ კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც კომპანიის საქმიანობისადმი სანდოობას და საწარმოო პროცესის დაგეგმვაში მაღალ პასუხისმგებლობას ადასტურებს.

სამთამადნო პროექტების მართვა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციების, ადგილობრივი სპეციფიკის და რისკების გათვალისწინებით ხდება. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგად “არემჯიმ“ ძველი, საბჭოთა ტიპის საწარმოს თანამედროვე, უსაფრთხო კომპანიად გადაქვევა შეძლო.

„არემჯის“ სტაბილური განვითარება, მენეჯმენტის სწრაფი და დროული გადაწყვეტილების, სწრაფი ფინანსური და საგადახდო დაგეგმვის, დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მომწოდებლების კომპლექსური ქსელის, გამართული საწარმოო ციკლისა და მართვის სფეროში პროფესიული გამოცდილების ერთობლიობის შედეგია.