Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯიმ Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2022-ს უმასპინძლა რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ისაუბრებეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.

არემჯი, რიგით მე-6 -ის გენერალური სპონსორი და ღონისძიებაზე ბოლნისური ღვინოების ოფიციალური წარმდგენიც იყო. კომპანიის დირექტორის მოადგილემ გადრემოსდაცვით საკითხებში, ალექსანდრე დევიძემ,  ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.

,,არემჯი მწვანე ბიზნესის ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. დამსწრე საზოგადოებას, 2017-2022 წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული 100-მდე ღონისძიება და მისი შედეგები წარვუდგინეთ. ფორუმის მონაწილეებს, გავაცანით კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების სამომავლო გეგმებიც – გარემოსდაცვითი პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელიც კომპანიას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას შეუწყობს ხელს.’’ – აცხადებს, ალექსანდრე დევიძე, დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში.