Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია არემჯი (რიჩ მეტალს გრუპი) საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა. სანამ აქამდე მოვიდოდით გავიარეთ გამოწვევებით და პოზიტიური სიახლეებით დატვირთული რამდენიმე წელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩვენი კომპანიისათვის ეკოლოგიის, შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების მიმართულებით. ბოლო 2 წელიწადში შევძელით კომპანიაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა და პანდემიური წლის მიუხედავად, არაერთი საინტერესო და მდგრადი პროექტის წამოწყება. ვფიქრობ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენს ახალ პროექტებს უფრო ახლოს გავაცნობთ სხვა კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ შემოგვიერთდებიან და გაგვიზიარებენ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც მათ ამა თუ იმ სფეროში აქვთ. ასეთ რთულ პერიოდში, რომელიც ახლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია პანდემიის გამო, ვფიქრობ, რომ ბიზნესს სჭირდება ერთად დგომა, მხარდაჭერა და იმ ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის.“

კახა მჭედლიშვილი, არემჯის კორპორაციული დირექტორი