ქართული სამთომოპოვებითი კომპანია RMG, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელ მეღვინეებს მხარდაჭერას უცხადებს. არემჯი, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტს იწყებს. ღვინის სახლის მიზანი ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენაა.

ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, წარმოდგენილი იქნება ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრები ბოლნისური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ.

სახლის რესტავრაცია ხორციელდება ,,სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის’’ მიერ. „ღვინის სახლი“ იმანუელ ვალკერის, კატარინენფელდისა და ელიზაბეტთალის პედაგოგისა და მწერლის, ყოფილ საცხოვრებელ სახლში – წისქვილის ქ. 8-ზე განთავსდება. რესტავრაციის დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.