ისტორიის კონკურსი, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, უკვე მე-3 მუნიციპალიტეტში იმართება.

დმანისში, კონკურსში 12-მა სკოლამ და 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული ჟანა ოქრიაშვილი – დმანისის სოფელ ჯავახის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან 100 კითხვიდან – ასივეს სწორი პასუხი გასცა.

პროექტის მონაწილეებს, მათ პედაგოგებს და ფინალისტებს “დიდგორელის” მხარდამჭერი ორგანიზაციების სახელით, არაერთი საჩუქარი გადაეცათ.“არემჯი” პროექტის გენერალური სპონსორია, გამარჯვებულს კომპანიამ 6 თვიანი სტიპენდია დაუნიშნა.