შრომის უსაფრთხოება

„არემჯიში“ შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახური ფუნქციონირებს.

2017 წელს „არემჯიმ“ პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სტანდარტის – OHSAS 18001 (დღეისათვის უკვე ISO-45001) დანერგვა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს საფრთხეების იდენტიფიცირებას და რისკების შეფასებას, სისტემის გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის პროგრამების შედგენას, პერსონალის როლის, პასუხისმგებლობების და უფლებამოსილებების განსაზღვრას, პერსონალის სასწავლო ბაზის შექმნას და რეგულარულ სწავლებებს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

„არემჯის“ მიერ პროფესიული ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით დანერგილი და ამოქმედებულია:

  • სამუშაოზე დაშვების ნებართვების და რისკების შეფასების სისტემა;

  • შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის პროცედურა კომპანიის ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორების, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორებისათვის;
  • რუტინული სამუშაოების კონტროლის და უსაფრთხოდ წარმოების თანამედროვე სისტემა;
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის გეგმური ინსტრუქტაჟები პროფესიების მიხედვით;
  • ინციდენტების შესწავლისა და პრევენციული ღონისძიებების თანამედროვე ფორმატი;
  • პერსონალის სწავლება;
  • საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ეფექტიანი გეგმა (OHSAS 18001 სტანდარტი);
  • საწარმოო პროცესებში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების და მძიმე ტექნიკის გამართულობისა და უსაფრთხო გადაადგილების კონტროლი;

  • შრომის უსაფრთხოების დაცვის მონიტორინგის სისტემა;
  • ხორციელდება პროფესიულ დაავადებათა გამომწვევი ფიზიკური ფაქტორების მონიტორინგი;
  • კომპანია წარმატებით იყენებს და ნერგავს OHSAS 18001 სტანდარტს და ზრუნავს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების პერმანენტულ გაუმჯობესებაზე.
  • კომპანიის 3000-ზე მეტი თანამშრომელი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით უზრუნველყოფილია:

    • პრემიუმ კლასის სადაზღვევო პაკეტით;
    • პროფესიულ დაავადებათა სისტემატური კვლევებით და კონტროლით;
    • 24-საათიანი სამედიცინო მომსახურების სერვისით. არსებობს COVID-19-ის პანდემიის მართვის ცენტრი.

საწარმოს ტერიტორიაზე და, ასევე, დაბა კაზრეთში ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ კორპორაციული დაზღვევის ფარგლებში გამოყოფილი ოჯახის ექიმები, რაც გულისხმობს:

  • დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და სამედიცინო ბარათის გახსნას;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაციას და მართვას; დამატებით კონსულტაციებს და/ან გამოკვლევებს;
  • მკურნალობის დანიშვნას და ექიმ-სპეციალისტებთან შეთანხმებას;
  • მედიკამენტური საგარანტიო წერილის გამოწერას;
  • სამედიცინო რეკომენდაციების გაცემას ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

მომსახურება კომპანიის თანამშრომელთათვის ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.

საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს 24-საათიანი სამედიცინო კაბინეტები, სადაც ექიმები და ექთნები უზრუნველყოფენ თანამშრომლების პირველად გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო პუნქტები აღჭურვილია პირველადი დახმარების მედიკამენტებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით.

2014 წლიდან კომპანიაში შექმნილია სოციალური ფონდი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლები იღებენ დახმარებას, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე. კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს ეროვნულ სკრინინგ-ცენტრთან და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კომპანიის თანამშრომლებისთვის ხორციელდება სხვადასხვა სკრინინგ პროგრამა და თანამშრომლების პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

2014 წლიდან კომპანიაში შექმნილია სოციალური ფონდი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლები იღებენ დახმარებას, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე. კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს ეროვნულ სკრინინგ-ცენტრთან და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კომპანიის თანამშრომლებისთვის ხორციელდება სხვადასხვა სკრინინგ-პროგრამა და თანამშრომლების პერიოდული სამედიცინო შემოწმება.