წარმოების ისტორია

საქართველოში ფერადი ლითონების წარმოების პირველ ობიექტად ბოლნისის რაიონში არსებული პოლიმეტალის საბადო და საწარმო ითვლება, რომელიც თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

მადნეულის საბადოს შესწავლა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. საბადოს ძიება მის სამრეწველო ათვისებამდე რამდენიმე ეტაპად წარმოებდა.

1959 წელს საქართველოში დაიწყო ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი, სამთოგამამდიდრებელი მადნეულის კომბინატის მშენებლობა. სწორედ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით გაჩნდა სამრეწველო დასახლება – დაბა კაზრეთი.

1975 წლიდან კომბინატი ახორციელებდა სპილენძის, ბარიტის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტებისა და პოლიმეტალური მადნების მოპოვებას, მოპოვებული სპილენძის და ბარიტის მადნების პირველად გადამუშავებას, გამდიდრებას და რეალიზაციას.

ქრონოლოგია

ქრონოლოგია

  • 1940 კაზრეთის მიდამოებში აღმოჩნდა ბარიტის საბადო;
  • 1947 ბუჩურაშენში აღმოაჩინეს სპილენძის შემცველი მადნის სხეული;
  • 1940-1949 მადნეულის საბადოზე მიმდინარეობს ბარიტის მადნის დაძიება;
  • 1949 იწყება ბარიტ-პოლიმეტალების დაძიება;
  • 1952 იწყება სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალების კომპლექსური დაძიება და იწყება ბარიტის მადნის მოპოვება;
  • 1952 იწყება ბარიტის მადნის მოპოვება;
  • 1959იწყება მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობა;
  • 1964 საბადოზე ბურღვის სიღრმე ორჯერ იზრდება, აღმოჩენილი სპილენძის მარაგი 4.5-ჯერ აღემატება თავდაპირველად განსაზღვრულ ოდენობას;
  • 1965 იქმნება კომბინატის ახალი პროექტი, მისი წარმადობა 4-ჯერ დიდია; მტკიცდება სპილენძის, ბარიტის, პოლიმეტალების მადნის მარაგები;
  • 1970 იწყება გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობა;
  • 1975 ექსპლუატაციაში შედის მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი;
  • 1978 საწარმო სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას;
  • 1994 იქმნება სააქციო საზოგადოება „მადნეული“;
  • 1994 დაარსდა საქართველო-ავსტრალიის ერთობლივი საწარმო „კვარციტი“, რომელიც აწარმოებს ოქროს შემცველი მეორადი მადნის გადამუშავებას;
  • 1997 ჩამოისხა პირველი დორე შენადნობი;
  • 2012 ოპერირებას იწყებს „არემჯი“.

„რიჩ მეტალს გრუპმა“ 2011 წლიდან საქართველოში
300 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.