ძლიერი კომპანია,
ძლიერი საქართველოსთვის!

ჩვენ ქართულ სამთომოპოვებით საქმეს ვემსახურებით და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს – „რიჩ მეტალს გრუპის“ მმართველი გუნდი ვართ.

სამთომოპოვებითი მრეწველობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური მდგრადობის ბაზისია. „რიჩ მეტალს გრუპში“ („არემჯი“) შემავალი კომპანიები – „არემჯი გოლდი“, „არემჯი კოპერი“, „არემჯი აურამაინი“ და „კავკასიის სამთო ჯგუფი“ სამთომოპოვებით საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებენ.

„არემჯი“ სპილენძის, ოქროს და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს პოლიმეტალურ კონცენტრატს და ოქროს დორეშენადნობს.

ჩვენ ქართულ სამთომოპოვებით საქმეს ვემსახურებით და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს – „რიჩ მეტალს გრუპის“ მმართველი გუნდი ვართ.

2012 წლიდან თანმიმდევრულად ვახორციელებთ და ყოველდღიური საქმიანობით ვადასტურებთ, რომ უმნიშვნელოვანესი შედეგი არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი წარმატებაა, რომელსაც მდგრადი ბიზნესმოდელი უზრუნველყოფს.
დავასრულეთ სტრატეგიული ციკლის პირველი ეტაპი, რომლის მიზანი იყო გადამამუშავებელი აქტივების რეკონფიგურაცია და მოდერნიზაცია. ამით მყარი საფუძველი შევქმენით ბიზნესის მომავალი განვითარებისათვის.

მიღწეულ შედეგებზე მნიშვნელოვანია მომავალი განვითარების პერსპექტივები. მტკიცედ გვჯერა ჩვენ მიერ არჩეული განვითარების მიმართულებისა და მიზნად ვისახავთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმების განხორციელებას როგორც ბიზნესის ზრდის, ისე გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით.

მთელი ჩვენი საქმიანობა მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება, რაც ნიშნავს როგორც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ისე იმ რეგიონის მდგრად განვითარებას, სადაც ჩვენი საქმიანობის არეალია. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების რეალიზაციის საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ, ყოველდღიურად ვეხმარებით მათ არსებული პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჩვენი ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანური რესურსი. საკადრო პოლიტიკას თანამშრომლების პატივისცემის და სამართლიანობის პრინციპებზე ვაგებთ, რითაც უზრუნველვყოფთ თითოეული დასაქმებულის კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, მათი პოტენციალის შესაბამისად.

„არემჯის“ მისია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს ადამიანებზე, გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვას.

კარგად გვაქვს გააზრებული სამთომოპოვებითი დარგის გამოწვევები და პასუხისმგებლობა. შესაბამისად, „არემჯის“ ამოცანაა საქართველოში მდგრადი, გარემოზე ზრუნვით და მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების დაცვით, უსაფრთხო ბიზნესის კეთება. ეს ჩვენთვის და ჩვენი 3 000-ზე მეტი თანამშრომლისათვის უმნიშვნელოვანესია.

ჩვენ ვქმნით ძლიერ ეკონომიკას, რაც ძლიერი ქვეყნის საფუძველია!
– Rich Metals Group-ის მმართველი გუნდი

თორნიკე ლიპარტია

აღმასრულებელი დირექტორი

კობა მენაბდიშვილი

წარმოების დირექტორი

კახაბერ მჭედლიშვილი

კორპორაციული დირექტორი

ლაშა მეფარიშვილი

ფინანსური დირექტორი

მიხეილ კვარაცხელია

დირექტორი გარემოსდაცვით საკითხებში

ანდრეი ლიტვინენკო

კომერციული დირექტორი

ჯონი შუბითიძე

კავკასიის სამთო ჯგუფის გენერალური დირექტორი

ბორის ლიპატოვი

საწარმოო პროექტების მართვის დირექტორი

ვახტანგ აბაშმაძე

არემჯი აურა მაინის წარმოების დირექტორი მიწისქვეშა სამთო სამუშაოების დარგში