ძლიერი კომპანია, ძლიერი საქართველოსთვის!

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

სო­ცია­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა RMG-ის საქ­მიანო­ბა­ში სტრა­ტე­გიუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­მარ­თულე­ბა­თა შო­რის არის. სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პროექ­ტე­ბის, სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი გუნ­დე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და კო­ლექ­ტი­ვე­ბის, ბოლ­ნი­სის მუ­ზეუ­მის მშე­ნებლო­ბის, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი თუ საერთშო­რი­სო კონ­ფე­რენ­ციე­ბის, ას­პა­რე­ზო­ბე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის პროგ­რა­მე­ბი­სა და ბიომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუთ­ხით ასეუ­ლო­ბით პროექ­ტში 2012 წლი­დან დღემ­დე RMG-ის მიერ გან­ხორ­ციე­ლე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა 50 მლნ ლარ­ზე მე­ტია. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სო­ცია­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი­სა და COVID 19-ის დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძიე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლეო­ბა.

კულტურის მხარდაჭერა

„არემჯი“ რე­გი­ონ­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ან­სამ­ბ­ლე­ბი­სა და სას­წავ­ლო წრე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი­ა. ამით ად­გი­ლობ­რივ მო­ზარ­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, უფა­სოდ შე­ის­წავ­ლონ ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და მხატ­ვ­რო­ბა. „არემჯის“ მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სტუ­დი­ებ­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 700-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

კომ­პა­ნია „არემჯი“ პატ­რო­ნაჟს უწევს და­ბა კაზ­რეთ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლ­თან არ­სე­ბულ 40-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა ან­სამბლ „მადნეულს“, სამ­ხატ­ვ­რო სტუ­დია „პალიტრას“ და სა­ბავ­შ­ვო სა­ეს­ტ­რა­დო ან­სამბლ „იმედს“.

კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლო­ბენ კაზ­რეთ­სა და დმა­ნის­ში მოქ­მე­დი სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბი – „მართვე“ და „დმანისი“.

ბოლნური მეღვინეობის პროგრამა

ქართული ღვინის რუკაზე ბოლნისი პერსპექტიული ადგილწარმოშობის დასახელებაა. ბოლო წლებში ადგილობრივმა მეღვინეებმა უძველესი ქართული ტრადიცია – ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა აღადგინეს და ბოლნური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს.

2018 წელს ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „არემჯის“, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის, რომლის თანახმადაც, „არემჯიმ“ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს ბოლნური ღვინოების წარმოებას, პოპულარიზაციას და განვითარებას.

ბოლნისის მუზეუმი

2020 წელს ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და, ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და, ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.

მუზეუმის შენობაში განთავსებულია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორია, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. ბოლნისის მუზეუმი აერთიანებს საექსპოზიციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებს, სასწავლო, სალექციო აუდიტორიებსა და მედიათეკას. მთლიანობაში სამუზეუმო კომპლექსი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს საქართველოსა და რეგიონის მდიდარ წარსულსა და კულტურის ისტორიას.

კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა

საქართველოს მასშტაბით ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2017 წლიდან ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ან/და მათ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.

  • ბოლნისის სიონი
  • სათხის სამონასტრო კომპლექსი
  • ფიტარეთის მონასტერი
  • სამშვილდის ნაქალაქარი
  • ჭელიშის სამონასტრო კომპლექსი
  • ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
  • ძველი შუამთის სამონასტერი
საგანმანათლებლო პროგრამა

„არემჯის“ სტიპენდიანტები
საქართველოს მასშტაბით წარმატებული მოსწავლეების და სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ორგანიზება, წარჩინებული სტუდენტებისთვის „არემჯის“ სტიპენდიის დანიშვნა – ეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „არემჯის“ სტიპენდიანტების პროგრამა, რომელიც 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველწლიური სტიპენდიების დანიშვნას ითვალისწინებს. „არემჯის“ სტიპენდიანტი ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის ათეულობით სტუდენტი გახდა.

სპორტის მხარდაჭერის პროგრამა

„არემჯის“ მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, დამწყები და პროფესიონალი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა.

„არემჯი“ სახელოვანი ძიუდოისტების, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების – ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია.

კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის მხარდაჭერაში. მხოლოდ შვიდი წლის მანძილზე ქართული რაგბის განვითარებისათვის კომპანიამ 1.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი გაიღო. შედეგი თვალსაჩინოა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში თამაშობს. 2019 წლიდან „არემჯი“ სარაგბო კლუბ „ყოჩების“ მხარდამჭერია, რომელიც „დიდ ათში“ ასპარეზობს. „არემჯი“ არის საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მატჩების ტრანსლაციის სპონსორი სპონსორი.