ძლიერი კომპანია, ძლიერი საქართველოსთვის!
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
სოციალური პასუხისმგებლობა RMG-ის საქმიანობაში სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებათა შორის არის. სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების, სპორტსმენებისა და სპორტული გუნდების, შემოქმედებითი ახალგაზრდებისა და კოლექტივების, ბოლნისის მუზეუმის მშენებლობის, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთშორისო კონფერენციების, ასპარეზობების, კულტურული მემკვიდრეობის პროგრამებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით ასეულობით პროექტში 2012 წლიდან დღემდე RMG-ის მიერ განხორციელებული მხარდაჭერა 50 მლნ ლარზე მეტია. მათ შორის აღსანიშნავია სოციალური დახმარებებისა და COVID 19-ის დახმარების ღონისძიებებში მონაწილეობა.
კულტურის მხარდაჭერა
„არემჯი“ რეგიონში სახელოვნებო ანსამბლებისა და სასწავლო წრეების აქტიური მხარდამჭერია. ამით ადგილობრივ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ცეკვა, სიმღერა და მხატვრობა. „არემჯის“ მიერ დაფინანსებულ სახელოვნებო სტუდიებში ყოველწლიურად 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
კომპანია „არემჯი“ პატრონაჟს უწევს დაბა კაზრეთში კულტურის სახლთან არსებულ 40-წლიანი ისტორიის მქონე ბავშვთა ანსამბლ „მადნეულს“, სამხატვრო სტუდია „პალიტრას“ და საბავშვო საესტრადო ანსამბლ „იმედს“.
კომპანიის მხარდაჭერით სარგებლობენ კაზრეთსა და დმანისში მოქმედი სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლები – „მართვე“ და „დმანისი“.


ბოლნური მეღვინეობის პროგრამა
ქართული ღვინის რუკაზე ბოლნისი პერსპექტიული ადგილწარმოშობის დასახელებაა. ბოლო წლებში ადგილობრივმა მეღვინეებმა უძველესი ქართული ტრადიცია – ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა აღადგინეს და ბოლნური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს.
2018 წელს ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „არემჯის“, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის, რომლის თანახმადაც, „არემჯიმ“ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს ბოლნური ღვინოების წარმოებას, პოპულარიზაციას და განვითარებას.
ქართულ-გერმანული ღვინის სახლი
ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, არემჯიმ ბოლნისში საუკუნოვანი გერმანული სახლი შეიძინა და მისი განახლებითა და კეთილმოწყობით, ადგილობრივ მეღვინეებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმოაჩინონ.
ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, წარმოდგენილი იქნება ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც სტუმრები ბოლნისური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ.

ბოლნისის მუზეუმი
2020 წელს ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და, ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და, ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.
მუზეუმის შენობაში განთავსებულია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორია, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. ბოლნისის მუზეუმი აერთიანებს საექსპოზიციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებს, სასწავლო, სალექციო აუდიტორიებსა და მედიათეკას. მთლიანობაში სამუზეუმო კომპლექსი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს საქართველოსა და რეგიონის მდიდარ წარსულსა და კულტურის ისტორიას.


კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა
საქართველოს მასშტაბით ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2017 წლიდან ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ან/და მათ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
- ბოლნისის სიონი
- სათხის სამონასტრო კომპლექსი
- ფიტარეთის მონასტერი
- სამშვილდის ნაქალაქარი
- ჭელიშის სამონასტრო კომპლექსი
- ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
- ძველი შუამთის სამონასტერი
საგანმანათლებლო პროგრამა
„არემჯის“ სტიპენდიანტები
საქართველოს მასშტაბით წარმატებული მოსწავლეების და სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ორგანიზება, წარჩინებული სტუდენტებისთვის „არემჯის“ სტიპენდიის დანიშვნა – ეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „არემჯის“ სტიპენდიანტების პროგრამა, რომელიც 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველწლიური სტიპენდიების დანიშვნას ითვალისწინებს. „არემჯის“ სტიპენდიანტი ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის ათეულობით სტუდენტი გახდა.


სპორტის მხარდაჭერის პროგრამა
„არემჯის“ მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, დამწყები და პროფესიონალი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა.
„არემჯი“ სახელოვანი ძიუდოისტების, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების – ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია.
კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის მხარდაჭერაში. მხოლოდ შვიდი წლის მანძილზე ქართული რაგბის განვითარებისათვის კომპანიამ 1.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი გაიღო. შედეგი თვალსაჩინოა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში თამაშობს. 2019 წლიდან „არემჯი“ სარაგბო კლუბ „ყოჩების“ მხარდამჭერია, რომელიც „დიდ ათში“ ასპარეზობს. „არემჯი“ არის საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მატჩების ტრანსლაციის სპონსორი სპონსორი.