გარემოსდაცვითი პროგრამა 2018-2021

2017 წელს „არემჯიმ“ დაამტკიცა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. კომპანია სამთომოპოვებითი სამუშაოების წარმოებისა და წიაღისეულის გადამუშავებისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. კომპანია იღებს ვალდებულებას შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

Phasellus eu scelerisque quam, id pulvinar ligula. Quisque pretium pharetra tortor. Vestibulum porta neque et ligula fringilla pharetra. Etiam eleifend ultricies nulla, in viverra velit. Praesent ac nisl volutpat, eleifend neque in, ultrices dui. Sed sagittis eu purus et pretium. Fusce et molestie tellus. Mauris accumsan lorem quis odio dapibus volutpat.

Nullam vitae semper ipsum. Suspendisse a congue velit. Proin in ex eget ex commodo sagittis at sit amet lorem. Quisque eget ipsum id lectus condimentum tristique. Vestibulum facilisis sapien risus, quis dictum neque volutpat in. Nulla rhoncus massa leo, malesuada posuere odio consectetur non. Morbi tempus tempor venenatis. Nunc nec neque arcu. Donec placerat et odio a pharetra.

“Perfection is achieved, not when there is nothing more to add, but when there is nothing left to take away.”

2018 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯი კოპერსა“ და „არემჯი გოლდში“ დაიწყო გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავება, რომელიც „არემჯის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.

გარემოსდაცვით პროგრამაზე კომპანიის გარემოს დაცვის გუნდთან ერთად, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golders Associated-მა იმუშავა.
„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის დასკვნითი ნაწილი წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას და მათ ექპლუატაციაში შესვლას ითვალისწინებს, რითაც შესრულებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 – 2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.

„არემჯიმ“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში 97 შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 26 000 000 ₾ შეადგინა.

წყლის დაცვის ღონისძიებები

მდ.კაზრეთულას ინკაფსულაცია

კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა საჭირო კვლევების ჩატარებას მდინარე კაზრეთულაზე.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში – 2 560 მ მანძილზე, მოხდა მდ. კაზრეთულას მილში მოქცევა (ინკაფსულაცია). ღონისძიების განხორციელებით კომპანიამ უზრუნველყო მდინარის დაცვა საწარმოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოშობილი სანიაღვრე წყლებით დაბინძურებისგან.
მადნეულის კარიერის №2 სანაყაროდან გამონაჟონი ე.წ. „მჟავე“ წყლებით მდ. კაზრეთულას დაბინძურების აღსაკვეთად, მოხდა მდინარის მიმდებარედ არსებული დამბის რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყო ახალი დამბა. დამბაში აკუმულირებული წყალი მთლიანად ბრუნდება ტექნოლოგიურ ციკლში, რაც გამორიცხავს აღნიშნული წყლებით გარემოს შემდგომ დაბინძურებას.
№1 და №2 სანაყაროების მიმდებარედ კარიერზე მისასვლელი გზის მონაკვეთზე მოწესრიგდა სანიაღვრე არხი. გზის ქვეშ განთავსდა ორი ცალი 300 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის დროს შეგროვებული სანიაღვრე წყლის ზედმეტი მოცულობის ორგანიზებულ გადინებას გუბურიდან, გზის მეორე მხარეს მდ. კაზრეთულას ხეობაში.
მდ. კაზრეთულას ქვემო წელში განხორციელდა ავარიული დამჭერი დამბების, სამ საფეხურიანი კასკადების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს მდ. კაზრეთულას კალაპოტში მოხვედრილი სანიაღვრე წყლების დაჭერას. აღნიშნული წყლების განეიტრალება კასკადებში ხდება კირის რძით.
პროექტის დასკვნითი ფაზა ითვალისწინებს დამჭერი დამბების კასკადის ბოლოს თანამედროვე ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რაც უკვე სრულად უზრუნველყოფს მდინარე კაზრეთულას დაცვას დაბინძურებისაგან.

სანიაღვრე წყლების მართვა

„არემჯი კოპერის“ საწარმოო ტერიტორიაზე მოდენილი სანიაღვრე წყლების მართვის მიზნით კომპანიამ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები.
კარიერის მთავარ მადანსაზიდ გზაზე მოეწყო სადრენაჟე და სალექარ-რეზერვუარების სისტემა; კუდსაცავის ქვედა იარუსებზე და მომიჯნავე ფერდობებზე წარმოქმნილი სანიაღვრე და დრენირებული წყლების ორგანიზებულად შეკრების და დამბაში შეგროვების მიზნით კუდსაცავის ძირში მოეწყო სანიაღვრე წყლების გამყვანი არხები. აღნიშნული სადრენაჟე სისტემა შემადგენელი დანადგარების და ნაგებობების ერთიანი კომპლექსით შესულია ექსპლუატაციაში.
„არემჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიაზე სანაყაროების ფერდობებიდან სანიაღვრე ჩამონადენი წყლების აკუმულირების და გაწმენდის მიზნით კომპანიამ მოაწყო სანიაღვრე წყლების შემკრები სისტემა.
ტერიტორიაზე მოსული სანიაღვრე წყლები მოწყობილი არხების საშუალებით მიმართულია შემკრები სალექარისკენ. სალექარიდან სანიაღვრე წყლების გადადინება მოხდება ქიმიურ გამწმენდში, რის შემდეგაც გაწმენდილი წყალი ჩაედინება მდ. მაშავერაში.

მდ. ფოლადაურის დაცვითი ღონისძიებები

„არემჯი კოპერის“ მადნეულის კარიერის №3 და №4 ფუჭი ქანების სანაყაროებიდან მდინარე ფოლადაურზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა ჩამდინარე წყლების შემკრები სალექარების (ავზების) მშენებლობა.
ფუჭი ქანების №3 სანაყაროდან ჩამდინარე წყლები მილსადენით გადაიტუმბება 100 000 მ3-იან ავზში, საიდანაც წყლის გამოყენება მოხდება საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში წყალმოხმარების მოთხოვნის შესაბამისად.
ფუჭი ქანების №4 სანაყაროდან დრენირებული „მჟავე“ წყლების ჩადინება და შეკრება ხდება სანაყაროს ძირში მოწყობილ ბეტონის კოლექტორში, საიდანაც ბეტონის არხის საშუალებით თვითდინებით გაედინება ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ ორ ერთეულ წყალშეკრებ რეზერვუარში. რეზერვუარებში შეგროვილი წყლები გადაიტუმბება ქიმიურ გამწმენდ ნაგებობაში და გაწმენდილი წყალი ჩაედინება მდ. ფოლადაურში.
„არემჯი კოპერის“ საწარმოდან მდ. მაშავერასა და მდ. ფოლადაურის კალაპოტებში ჩამდინარე წყლების გავლენის შეფასების მიზნით კომპანია რეგულარულად აწარმოებს მდინარეების წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს. ამავდროულად ყოველწლიურად ატარებს მდ. მაშავერასა და მდ. ფოლადაურის ჰიდროგრაფიულ კვლევას.

წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობები

„არემჯიმ“ 2019 წელს ჩაატარდა საერთაშორისო ტენდერი სამი გამწმენდი ნაგებობის პროექტირებასა და მშენებლობაზე; ორი გამწმენდი ნაგებობა „არემჯი კოპერის“ ხოლო ერთი „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე განთავსდება; ტენდერში შეირჩა პორტუგალიური სამშენებლო კომპანია Elevolution Engenharia, SA-ის და გერმანული საკონსულტაციო კომპანია Cerafiltek Germany GmbH-ის ერთობლივი წინადადება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 393 239 ევროს.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების საშუალებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლის გაწმენდას ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების მიზნით. კონცეპტუალური მიდგომა ითვალისწინებს PH – ის რეგულირებით მძიმე მეტალების დალექვასა და მიკროფილტრაციას.
კომპანიის მიერ შემუშავებული დეტალური საინჟინრო პროექტები მომზადდა 2020 წლის დასაწყისისთვის და მშენებლობა მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური და გერმანული კომპანიების მიერ.
ორივე კომპანიის მიერ გავლილია დაბინძურებული წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულია გარემოსდაცვითი ნებართვები.

კუდსაცავის სატუმბი ინფრასტრუქტურის პროექტი

წყალდაცვითი ღონისძიებათა გეგმის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ საწარმოს სპილენძის კუდსაცავის მომიჯნავე ფერდობებიდან და ქვედა იარუსებზე ატმოსფერული ნალექებით გამოწვეული სანიაღვრე ჩამდინარე და დამბის დრენირებული წყლების მდ. კაზრეთულაში ჩაშვების აღკვეთის მიზნით, განხორციელდა მდ. კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მნიშვნელოვანი სამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
კერძოდ, მოეწყო წყლის შემგროვებელი რეზერვუარები და გადასატუმბი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფენ აღნიშნული სადრენაჟო წყლების შეგროვებას და უკან კუდსაცავში გადაქაჩვას. ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, კუდსაცავის ძირში განთავსებულია 2 ერთეული შემკრები ავზი (რკინაბეტონის კონსტრუქციიის, თითოეული 1000 მ3 მოცულობის). ერთი ავზი კუდსაცავის დამბის საფეხურებიდან დრენირებულ დაბინძურებული წყლების და ასევე დამბის ფერდზე ატმოსფერული ნალექებით გამოწვეული ზედაპირული ჩამონადენის შეგროვებისათვის, ხოლო მეორე ავზში გროვდება კუდსაცავის ძირში გაყვანილი სადრენაჟო კოლექტორიდან გამომავალი წყალი. ორივე ავზიდან წყალი გადაიტუმბება კუდსაცავში მილსადენით მაღალი წნევის ტუმბოების საშუალებით.
დღეის მდგომარეობით, სადრენაჟე სისტემა (შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსით) შესულია ექსპლუატაციაში და კუდსაცავიდან დრენირებული წყლები მთლიანად მოქცეულია საწარმოო ჩაკეტილ ციკლში, რაც გამორიცხავს აღნიშნული წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში მოხვედრას და დაბინძურებას.

წყლის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობები

სამეურნეო და საყოფაცხოვრებო წყლებით დაბინძურების აღკვეთის მიზნით კომპანიამ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები. კომპანიის ტერიტორიებზე შესაბამის ადგილებში დამონტაჟებულია ე.წ. “ბიოტუალეტები”, რომელთა სერვისს უზრუნველყოფს კომპანიის ასენიზაციის ავტომანქანები.
სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მართვის მიზნით, როგორც „ არემჯი კოპერის“ ,ასევე „არემჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქნილ და საკანალიზაციო ქსელში ჩართულ სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების ნორმატიულ გაწმენდას. გამწმენდი დანადგარების გამართულად ფუნქციოენირებისთვის მიმდინარეობს პერიოდული კონტროლი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საყდრისის კარიერისა და გამოტუტვის გროვის უბნის ადმინისტრაციული და დამხმარე ბლოკების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩაშვება კვირაცხოვლის ღელეში სრულად აღკვეთილია.
აღნიშნული გარემოსდაცვითი ღონისძიებებიდან გამომდინარე, „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ საწარმოების ადმინისტრაციული და დამხმარე ბლოკების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩაშვება მდინარებში ხდება მხოლოდ გაწმენდის შემდგომ და ზედაპირული წყლის ობიექტების წყლის ხარისხზე უარყოფით ზემოქმედებას ადგილი არ აქვს.

საავარიო დამჭერი რეზერვუარები

კარიერიდან ჭარბი წყალმოდენის შემთხვევაში კარიერული “მჟავე” წყლების ზედაპირულ წყლის ობიექტებში ჩაშვებისგან დასაცავად, მოწყობილია “მჟავე” კარიერული წყლების დამატებითი (სათადარიგო) 100 000 მ3 მოცულობის რეზერვუარი, რომელიც განთავსებულია “არემჯი კოპერის“ კარიერის ტერიტორიის სამხრეთ ფლანგზე, ზღვის დონიდან 1030 მ ჰორიზონტზე. გაჟონვისაგან დასაცავად რეზერვუარი მოწყობილია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის საგები (გეომემბრანა) ფენით და აღჭურვილია სატუმბი მოწყობილობით. რეზერვუარში შეკრებილი წყალი მიემართება ისევ „არემჯი კოპერის“ ტექნოლოგიურ ციკლში.
კუდსაცავის პულპსადენი მაგისტრალისა და დამბის სხეულზე შესაძლო ავარიის შემთხვევისთვის კუდსაცავის დამბის ძირში მოეწყო 9000 მ3 მოცულობის ავარიული მიმღები ავზი, რომელიც ამოგებულია გეომემბრანით. კუდსაცავიდან ავარიულად წყლის დაღვრის შემთხვევაში წყალი შეიკრიბება აღნიშნულ ავზში და შეკრებილი წყალი მობილური საქაჩის საშუალებით გადაიტუმბება უკან კუდსაცავში.
„არემჯი კოპერის“ სპილენძის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ავარიული გათიშვის შემთხვევაში პულპსადენ მაგისტრალში დარჩენილი კუდების მოცულობის შეგროვების მიზნით გამამდიდრებელი საწარმოს მიმდებარედ მოეწყობილია 6000 მ3 მოცულობის ავზი, რომელიც ამოგებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის საგები ფენით და აღჭურვილია სატუმბი მოწყობილობით. ავარიული სიტუაციის შემთხვევაში ავზში შეკრებილი კუდები საქაჩების საშულებით დაბრუნდება კუდსაცავში.

Our Mission

Mission & values

Vestibulum porta neque et ligula fringilla pharetra. Etiam eleifend ultricies nulla, in viverra velit. Praesent ac nisl volutpat, eleifend neque in, ultrices dui. Sed sagittis eu purus et pretium. Fusce et molestie tellus.

Our History

Trajectory

Vestibulum porta neque et ligula fringilla pharetra. Etiam eleifend ultricies nulla, in viverra velit. Praesent ac nisl volutpat, eleifend neque in, ultrices dui. Sed sagittis eu purus et pretium. Fusce et molestie tellus.

ჰაერის დაცვის ღონისძიებები

სატრანსპორტო გზები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, საავტომობილო და შიდა კარიერულ გზებზე მტვრის გავრცელების შემცირების მიზნით კომპანიამ დამატებით შეიძინა სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებები. მორწყვის ინტენსივობა დადგენილია შესაბამისი ექსპერიმენტის საფუძველზე და განსაზღვრულია სატრანსპორტო გზების მორწყვის პერიოდულობა და გრაფიკი. დადგინდა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც მუდმივად პირდაპირ რეჟიმში კონტროლდება GPS სისტემის საშუალებით.
მადნის ტრანსპორტირების პროცესში ამტვერიანების შემცირების მიზნით, საწარმოს მიმდებარედ და მაგისტრალურ გზებზე მოეწყო ბეტონის საფარი.

გამამდიდრებელ ფაბრიკა

„არემჯის“ შემუშავებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების გეგმა, რომელიც დახურული და ღია ტიპის სამსხვრევი საამქროების, თანამედროვე ტიპის აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვას ითვალისწინებს. გეგმის ფარგლებში „არემჯი კოპერში“ მოხდა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სტაციონალური წყაროების – კირის საამქროს, მსხვილი სამსხვრევის და საშუალო/წვრილი სამსხვრევის შენობების ამორტიზირებული აირმტვერდამჭერი სისტემის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე, ფილტრებიანი ტიპის აირმტვერდამჭერი სისტემებით, რომელიც იცავს გარემოს დამაბინძურებელი გაფრქვევებისაგან. პროექტით ასევე დაგეგმილია ასპირაციული სისტემის მოწყობა საწარმოს სხვადასხვა კვანძებზე.

ღია ტიპის სამსხვრევი დანადგარი

მტვრის ემისიების შემცირების მიზნით „არემჯი გოლდის“  გროვული გამოტუტვის მოედანზე მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე მიმდინარეობს კომპანიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები:

  • „არემჯი გოლდის“ სამსხვრევ კვანძზე, მადნის გადატანის და ჩატვირთვის პუნქტებზე 2018 წელს მოეწყო წყლის გამშხეფი სისტემები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა მტვრის ნაწილაკების გავრცელება ატმოსფეროში. გაფრქვეული მტვრის გავრცელების შემცირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 2020 წელს მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე დამატებით დამონტაჟდა წყლის საშხეფი მოწყობილობები.
  • მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე ფუნქციონირებს Elefante-ს ნისლის წარმომქმნელი აპარატი, რომელიც ბრუნავს 3400-ით და მაღალი წნევის საშუალებით გამოყოფს მილიონობით წყლის წვეთების ჭავლს. დანადგარის გამოყენება შესაძლებელია მტვრის ნაწილაკების გავრცელების პრევენციის და შემცირების, ტემპერატურის შემცირების და გაგრილების მიზნით.

სხვა ღონისძიებები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით კომპანიის მიერ დამატებით ღონისძიებად განისაზღვრა და განხორციელდა ორი ახალი სატრანსპორტო საშუალებების სამრეცხაოს მოწყობა „არემჯი კოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე; მძიმე ტექნიკა ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს კარიერსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ან/და ახორციელებს მადნის გადაზიდვის პროცესს, გზაზე მოძრაობის დაწყებამდე ირეცხება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გზის ამტვერიანებას; სამრეცხაოში წარმოქმნილი წყალი აკუმულირდება სპეციალურ ავზებში და მისი მართვა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ნიადაგის დაცვის ღონისძიებები

ნიადაგის დაცვა

ნიადაგის დაცვისა და ფერდობებზე ეროზიული პროცესების თავიდან აცილების მიზნით კომპანიების საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გამოვლინდა ეროზიული ფართობები, დაზუსტდა ეროზიის წარმოქმნის ფაქტორები და შემუშავდა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
დაზიანებული ნიადაგის სანაცვლოდ კომპანიებს დაგეგმილი აქვს აღდგენითი ღონისძიების განხორციელება. კერძოდ, კომპანიას დაწყებული აქვს საკომპენსაციო ტყის გაშენების ღონისძიებები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიისათვის გამოყოფილ ფართობებზე.
აღნიშნულ ფართობებზე კომპანიის მიერ მომზადდა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანებებით დამტკიცდა ტყის აღდგენა/გაშენების პროექტები, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობს ტყის გაშენების მიზნით მცენარეთა დარგვა და მოვლა-პატრონობა.
საწარმოს პერიმეტრზე ნიადაგის/გრუნტის დაბინძურების პრევენციის მიზნით კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს კონტროლი ნარჩენების სათანადო მართვაზე. პერსონალს უტარდება პერიოდული ინსტრუქტაჟი, ნიადაგის დაბინძურების რისკის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში განხორციელდება ნიადაგის აღდგენის ღონისძიებები.

სანერგე მეურნეობა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას დაზიანებული ტერიტორიის ეტაპობრივი აღდგენა-რეკულტივაციის მიზნით „არემჯი კოპერში“ მოეწყო სანერგე მეურნეობა, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვა. გახარებულია დათესილი ნარგავების 60-70%. 2018-2019 წლის პერიოდში სანერგეში დაირგა ცხენის წაბლი – 1600 ძირი ნერგი; ელდარის ფიჭვის – 370 ძირი ნერგი; მინდვირის ნეკერჩხალი – 2000 ძირი. 2020 წლის გაზაფხული-შემოდგომის სეზონებზე დაითესა თეთრი აკაციის, იფანის, შავი კუნელის, მინდვირის ნეკერჩხლის, ჩვეულებრივი ძეძვის, ხემყრალას, ხეშავის, ჯაგრცხილას ნაყოფები (ჯამში ≈18 300 მ2 ფართობზე).
პერიოდულად მიმდინარეობს ნარგავების მოვლა-პატრონობა, ხოლო შესაბამის სეზონებზე (გაზაფხული-შემოდგომა) საჭიროების მიხედვით მოხდება დამატებითი სახეობების გაშენება.

რეკულტივაცია

ფუჭი ქანის სანაყაროები

„არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“  საბადოების ტერიტორიაზე განთავსებული ფუჭი ქანების სანაყაროების ფერდობების მდგრადობის შეფასებისთვის და გეოდინამიკური პროცესების წარმოქმნის რისკის შემცირების მიზნით, მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიმდინარებს სანაყაროების სისტემატიური ვიზუალური და ინსტრუმენტალური მონიტორინგი. დღემდე მიღებული ინფორმაციის დასკვნების საფუძველზე, კომპანიების ყველა მოქმედი სანაყაროს ფერდობები ინარჩუნებს მდგრადობას. დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება მოქმედი საფეხურების და მთლიანობაში სანაყაროს ფორმირების განსაზღვრა.

„არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“  სალიცენზიო ფართობებზე განთავსებულ დახურულ სანაყაროებზე მიმდინარეობს ფერდობების სტაბილიზაციის სამუშაოები.

ნიადაგის სტაბილიზაციის მიზნით 2019 წლიდან დღემდე წარმოებს რიგი ღონისძიებების განხორციელება:

  • ფერდოებების მექანიკური და წყლისმიერი ეროზიის პროცესების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიაზე მოწყობილია წყალშემკრები არხები;
  • შემუშავებულია რეკულტივაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა 2020-2025 წლებისთვის, რომლის მიხედვითაც წარმოებს და გაგრძელდება ფუჭი ქანების სანაყაროების, სპილენძის კუდსაცავის, კარიერების (მადნეულის, ბაზალტის, ტუფის),  და საწარმოო ტერიტორიის  რეკულტივაციის სამუშაოები;
  • №2 სანაყაროს ზედა საფეხურის გარკვეულ ფართობზე შესრულდა სპეციალური ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეების ჯიშების დათესვა გამწვანება-განაშენიანების ჰიდროთესვის მეთოდით.
  • ტექნიკური რეკულტივაციის ეტაპის შემდეგ, რიგ ობიექტებზე დაიწყო ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები.
  • ბიოლოგიური რეკულტივაციის ღონისძიებები გაგრძელდება სეზონურად. შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის შეფასების მიზნით დაკვირვება მოხდება ზამთრის სეზონის გარდა ყველა სეზონზე.

ტყის გაშენება

„არემჯი კოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ საქმიანობის შედეგად დაზიანებული ფართობების საკომპენსაციოდ დაგეგმილია ტყის გაშენების ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, ტყის გაშენების ღონისძიების გატარება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილ ფართობზე. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ კომპანიას გამოუყო შესაბამისი ტერიტორია: 1. წალკა-თეთრიწყარო სატყეო უბნის 10,4 ჰა ფართობზე; 2. სიონის სატყეო უბნის 3 ჰა ფართობზე. 3. გარდაბანი-მარნეულის (ამჟამად ალგეთის სატყეო უბნის) სატყეო უბნის მარტყოფის სატყეოს 11,6 ჰა ფართობზე.
აღნიშნულ ფართობებზე ხორციელდება ტყის აღდგენა/გაშენების პროექტები, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობს ტყის გაშენების მიზნით მცენარეთა დარგვა, მოვლა-პატრონობის სამუშაოები.