ქრონოლოგია


ქრონოლოგია
- 1940 კაზრეთის მიდამოებში აღმოჩნდა ბარიტის საბადო;
- 1947 ბუჩურაშენში აღმოაჩინეს სპილენძის შემცველი მადნის სხეული;
- 1940-1949 მადნეულის საბადოზე მიმდინარეობს ბარიტის მადნის დაძიება;
- 1949 იწყება ბარიტ-პოლიმეტალების დაძიება;
- 1952 იწყება სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალების კომპლექსური დაძიება და იწყება ბარიტის მადნის მოპოვება;
- 1952 იწყება ბარიტის მადნის მოპოვება;
- 1959იწყება მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობა;
- 1964 საბადოზე ბურღვის სიღრმე ორჯერ იზრდება, აღმოჩენილი სპილენძის მარაგი 4.5-ჯერ აღემატება თავდაპირველად განსაზღვრულ ოდენობას;
- 1965 იქმნება კომბინატის ახალი პროექტი, მისი წარმადობა 4-ჯერ დიდია; მტკიცდება სპილენძის, ბარიტის, პოლიმეტალების მადნის მარაგები;
- 1970 იწყება გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობა;
- 1975 ექსპლუატაციაში შედის მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი;
- 1978 საწარმო სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას;
- 1994 იქმნება სააქციო საზოგადოება „მადნეული“;
- 1994 დაარსდა საქართველო-ავსტრალიის ერთობლივი საწარმო „კვარციტი“, რომელიც აწარმოებს ოქროს შემცველი მეორადი მადნის გადამუშავებას;
- 1997 ჩამოისხა პირველი დორე შენადნობი;
- 2012 ოპერირებას იწყებს „არემჯი“.
„რიჩ მეტალს გრუპმა“ 2011 წლიდან საქართველოში
300 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.