არემჯიმ საწარმოო ტერიტორიაზე 2021 წლის გამარჯვებულ სტიპენდიანტებს უმასპინძლა.
გამარჯვებულები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 25 სტუდენტია, რომლებიც არემჯისგან 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა არემჯისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აღნიშნული მიმართულებით არემჯი არაერთი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია. მათ შორის არის სტუდენტებისთვის განკუთვნილი, დუალური განათლების პროექტი „ინდივიდუალური განვითარების პროგრამა“ და „საზაფხულო სკოლა“.