ინდუსტრიული ტური
არემჯი პირველი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დაინტერესებულ პირებსა და ჯგუფებს ინდუსტრიულ ტურებს შესთავაზებს. ინდუსტრიული ტურიზმის პროექტი გამორჩეულია, რადგან ის საქართველოში ახალ ტურისტულ ლოკაციას გააჩენს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ ისტორიული მადნეულის კარიერი და სიმულაციური მონაწილეობა მიიღონ საწარმოო პროცესებში.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგირი სიტუაციიდან გამომდინარე, ინდუსტრიულ ტურებზე ვიზიტორების მიღება დროებით შეჩერებულია.